19 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე - მოსამართლე ბავშვის დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეზე მსჯელობს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ უნდა მიიღოს.

ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. დაცვის მხარემ კი კომენტარი არ გააკეთა. საგამოძიებო უწყება ლელა ქსოვრელს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება. მას ბრალის დადგენილება პროკურორებმა გუშინ ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნეს.

ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს. 4 წლის ნინო ზალინაშვილის ცხედარი კი ამ დრომდე პროზექტურაშია დასვენებული.

„ბრალის დამძიმებას რაც შეეხება, ამ ეტაპზე გამოძიება არის საწყის ეტაპზე. ამიტომ წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა შედეგები იქნება მიღწეული ამ გამოძიებით. თუმცა იმის თქმა ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ გამოძიება იმუშავებს ყველა ვერსიაზე და ასევე შეფასდება ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. მტკიცებულებების შინაარსს რაც შეეხება, გამოძიების ინტერესებიდან და მათ შორის არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, შინაარსობრივი ინფორმაციის მოწოდება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია,“ - განაცხადა საქმის პროკურორმა, ლევან ჟორჟოლაძემ. 

პროკურორის განცხადებით, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები