25 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოვა

მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის. ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი დედაქალაქს სექტემბერში ესტუმრება.

მწერალი პირველად ესტუმრება კავკასიას. ის არა მხოლოდ ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებს და მთარგმნელებს შეხვდება.

ქართულ ენაზე მარიო ვარგას ლიოსას 5 წიგნია ნათარგმნი, წელს კიდევ ორი მისი რომანის - "საუბარი კათედრალში" და "ბოლო ჟამის ომი" გამოცემაა დაგეგმილი.

მწერალი საქართველოში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოწვევით, მეუღლესთან ერთად 5 დღით ჩამოვა.

დღის ამბები