25 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
შეპარდის სკანდალი - ძებნილის ქართველმა ადვოკატებმა შესაძლოა, ექსტრადირების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენონ

ჯეკ შეპარდის სკანდალი - ყველაზე ხმაურიანი საქმე, რომლის მთავარი კულმინაცია "რუსთავი 2-ის" კამერების თვალწინ განვითარდა. ხვალიდან შეპარდის ქართველი უფლებადამცველები სასამართლო პროცესებში ჩაერთვებიან.

როგორც მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, არ არის გამორიცხული, დააყენონ შუამდგომლობა, რათა არ განხორციელდეს ექსტრადირება და შეპარდმა სასჯელი საქართველოში მოიხადოს.

თუმცა მანამდე, კუბლაშვილის თქმით, სასამართლომ დაკავებული აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

„ვიდრე ექსტრადირება მოხდება, დარჩება თუ არა პატიმრობაში, ვინაიდან იგი თვითონ ჩაბარდა, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდოს,“- ამბობს კუბლაშვილი.

რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, კუბლაშვილის თქმით, დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი ის იქნება, რომ ექსტრადირების შემთხევაში შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს, ან ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

როგორც შეპარდმა „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მას ბრალი მეგობარი გოგონას მკვლელობაში ედება, გარდაცვლილი გოგონას მამა კი პენიტენციური დაწესებულების მაღალჩინოსანია, რის გამოც გარდაცვლილის ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივი დევნის ობიექტი იყო.

შეპარდი აცხადებს, რომ მისი მეგობარი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები