19 აპრილი 2024,   22:31
ვრცლად
სასტუმრო "ბუდაპეშტის” დამფუძნებელი კალაძეს პრობლემის გონივრულად გადაჭრისკენ მოუწოდებს

სასტუმრო "ბუდაპეშტის” დამფუძნებელი სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამოქალაქო აქტივისტებს მიზანმიმართულ დისკრეტიდაციაში ადანაშაულებს. გოგა ზაქაიძე ამბობს, რომ ტერიტორია კანონის სრული დაცვით აქვს შეძენილი.

სასტუმრო "ბუდაპეშტის” დამფუძნებელი დედაქალაქის მერს მიმართავს და პრობლემის გონივრულად გადაჭრისკენ მოუწოდებს.

 „გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურების და აქტივისტების მხრიდან მიმდინარეობს ჩვენ მიმართ უსამართლო დისკრედიტაცია. ჩენ ეს ტერიტორია არ გვიყიდია 1 ლარად, არც არავის უჩუქებია, არც მიგვითვისებია. ჩვენ ეს ტერიტორია ვიყიდეთ საკმაოდ საინტერესო, საინვესტიციო პროექტით. ჩვენ გვინდა, რომ მივმართოთ ქალაქ თბილისის მერიას და ბატონ კახი კალაძეს, რომ შევიკრიბოთ მათთან და გადავწყვიტოთ ეს პროცესი,“ - განაცხადა გოგა ზაქაიძემ.

ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ სასამართლოს ბოლო ინსტანციამ დაადგინა, რომ სასტუმრო "ბუდაპეშტისთვის" თავის დროზე ნებართვა კანონის სრული დაცვით გაიცა. გადაწყვეტილების დასაბუთებაში კი ითქვა, რომ სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა პრობლემა არ არის. ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტისთვის" მშენებლობის გაცემას დიდი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა

დღის ამბები