26 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
კიევის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კიევის რაიონულმა სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეთა კოლეგიამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი 4 ბრალდებიდან ორში - სახელმწიფო ღალატსა და შეთქმულებაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა იანუკოვიჩისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის განხილვა კიევის სასამართლოში 2017 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა. სხდომებს იანუკოვიჩი არ დასწრებია, რადგან ის 2014 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ოჯახთან ერთად რუსეთში გაიქცა.

დღის ამბები