19 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის - მწერალი თბილისში 5 დღეს დარჩება

მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის. ცნობილი პერუელი მწერალი დედაქალაქს პირველად სექტემბერში ესტუმრება და ხუთ დღეს დარჩება.

ნობელის პრემიის ლაურეატი, სავარაუდოდ, ქართველ მკითხველს, მთარგმნელებს და გამომცემლებსაც შეხვდება. მის საქართველოში ჩამოსვლამდე კი ქართულ ენაზე ორი რომანი ითარგმნება.

მარიო ვარგას ლიოსას ქართულ ენაზე გამოცემული ახალი რომანი "საუბარი კათედრალში" იქნება. წიგნის თარგმნა ლანა კალანდიამ 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და სულ რამდენიმე თვეში საბეჭდი ვერსია უკვე მზად იქნება.

5-დღიანი სტუმრობის დეტალები ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია, თუმც, მის ქართველ მასპინძლებს სურთ, რომ ქვეყნის კულტურა საქართველოში მოგზაურობითაც გააცნონ. 

წიგნის ეროვნულმა ცენტრმა მწერალს მოწვევა დეკემბერში გაუგზავნა, დადებითი პასუხი კი მეორე დღესვე მიიღეს.

მარიო ვარგას ლიოსა სერვანტესის სახელობის პრემიის ლაურეატია, ხოლო 2010 წელს მას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

პერუელ მწერალს დაწერილი აქვს 20-მდე რომანი, მოთხრობები, სამეცნიერო და პუბლიკაციური ნაშრომები და პიესები. მიუხედავადა იმისა, რომ ლიოსას ყველაზე გახმაურებული რომანები 30-40 წლის წინაა დაწერილი, ისინი დღემდე აქტუალურია.

 

დღის ამბები