23 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
ბრექსიტის გარიგება - ელისაბედ II პოლიტიკურ ჯგუფებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ და ერთმანეთში საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს. განცხადება მონარქმა ბრექსიტის გარიგებასთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე გააკეთა.

ელისაბედ მეორე სიტყვით ნორფოლკის ქალთა ინსტიტუტში გამოვიდა. იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის მთავრობა და დეპუტატები ბრექსიტის პირობებზე კომპრომისს ვერ მიაღწევენ, ქვეყანას ევროკავშირის დატოვება 29 მარტს შეთანხმების გარეშე მოუწევს.

ალტერნატიულ გეგმას პარლამენტმა კენჭი მომავალ კვირაში უნდა უყაროს.

დღის ამბები