24 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
ჩვენი სასამართლო ხელისუფლება ბოლო წლებში პირველად აღმოჩნდა არათავისუფალი სასამართლოების კალათში - არასამთავრობოები Heritage-ის კვლევაზე

მეტად არათავისუფალი - ასეთია „Heritage"-ს კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას ეხება. კვლევის შედეგებს არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მათი თქმით, კვლევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ სასამართლოში ძირეული რეფორმების განხორციელების აუცილებლობა დგას. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში ქართული სასამართლოს მიმართ ასეთი უარყოფითი შედეგები არ ყოფილა.

ორივე ნაწილში, რაც სასამართლოს ეხება, არის კვლევა და ორივე ნაწილში ჩვენი სასამართლო, თუკი მანამდე იყო კალათაში, რომელსაც ეძახიან "მეტად თავისუფალი", ახლა არის "მეტად არათავისუფალი" - ანუ ჩვენი სასამართლო ხელისუფლება ბოლო წლებში პირველად აღმოჩნდა არათავისუფალი სასამართლოების კალათაში.

ეს არის ის, რაზეც ვლაპარაკობთ, რომ სასამართლოს აქვს ფუნდამენტური პრობლემები და ამას სჭირდება ფუნდამენტურად პრინციპული რეფორმების განხორციელება და არა ის კოსმეტიკური ტალღები, რომელსაც პერიოდულად გვთავაზობს ხელისუფლება. თუ ამას არ გააცნობიერებს ხელისუფლება, გაისად და მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია გვექნება,“- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადენლები აცხადებს, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას სასამართლო სისტემა და მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკა უსაფუძვლოა.

"საია-ს" ხელმძღვანელი, სულხან სალაძე ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ გავლენიანი კვლევითი ორგამნიზაციის Heritage-ის შედეგები იმ საფრთხეზე მიანიშნებს, რომ მომავალ წლებში სასამართლო სისტემაში უარესი რეალობა შეიქმნება, ვიდრე ეს დღეს არის.

„როდესაც ერთი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის ვარდნას, ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ პრობლემები მოგონილია არა ჩვენ, სამოქალაქო სექტორის მიერ, არამედ ეს არის რეალობა და ამ რეალობას სჭირდება თვალის გასწორება. აუცილებელია, ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები მიიღოს,“ - ამბობს სულხან სალაძე.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. ვითარების გაუარესების მიზეზი სასამართლო ეფექტურობის მკვეთრი ვარდნა და მთავრობის მუშაობის დაბალი შეფასება გახდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში აღიარებულია საკუთრების უფლება და მთავრობამ საკუთრების რეგისტრაცია გაამარტივა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას კონსტიტუცია უზრუნველყოფს, პოლიტიკური ზეწოლა მიუკერძოებლობას საფრთხეს უქმნის.

"საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ელიტული კორუფცია საჯარო მოხელეებში კვლავ პრობლემად რჩება,"- წერია ანგარიშში.

დღის ამბები