19 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
"შემაშფოთებელი და საშიში პრეცედენტი" - "გამჭვირვალობა" "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტზე თავდასხმას გმობს

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლზე სროლას და თავდასხმას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გმობს. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროულად გამოძიებისა და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობისკენ მოუწოდებს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კატეგორიულად გმობს "რუსთავი2-ის"
ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროულად გამოძიებისა და შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობისკენ

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 25 იანვარს, დღისით ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ტელევიზია შემთხვევას მოჭიდავეების სკანდალურ საქმეს უკავშირებს, რომელზეც დავით ერაძე ბოლო პერიოდში მუშაობდა. ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტის მოპოვებულია ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს. აღნიშნული ვიდეო ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად დაედო გეგა გეგეშიძის დაკავებას, რომლის მხარდასაჭერად მოჭიდავეების ნაწილმა აქცია გამართა და რომელიც ცოტა ხნის წინ 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მომხდარი შემთხვევა შემაშფოთებელი და საშიში პრეცენდენტია, ვინაიდან ის საფრთხის შემცველია როგორც კონკრეტული ჟურნალისტისა და ტელეკომპანიისათვის, ასევე მთლიანად მედია გარემოსათვის. აუცილებელია, რომ სამართალდამცველებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიონ საქმის დეტალები, მისცენ მას შესაბამისი კვალიფიკაცია და საჯაროდ გაგვაცნონ გამოძიების შედეგები, რათა საზოგადოებას არ დარჩეს აღნიშნული ფაქტის მიმართ კითხვის ნიშნები.

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და რეაგირება მოახდინოს მედიის მიმართ გაკეთებულ ნებისმიერ მუქარას, საქმიანობაში ჩარევასა თუ თავდასხმაზე, რათა არ წაახალისოს მედიის მიმართ ნებისმიერი ფორმით ძალადობა,"- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

დღის ამბები