19 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები დამტკციებულია - ოპოზიცია თანხების არარაციონალურ გადანაწილებაზე საუბრობს

1 მილიარდ 282 ათასი ლარი - საკრებულომ 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. საკრებულოს ოპოზიცია ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ თანხები არარაციონალურად არის გადანაწილებული.

მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტი 72 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რეალურად ამ 72 მილიონი ლარიდან 62 მილიონი ლარი წინა წლის ბიუჯეტიდან ნაშთის სახით არის დარჩენილი და ეს რეალურ ზრდას არ ნიშნავს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობა არ ცდილობს, დააფინანსოს სოციალური პროექტები, არ ზრდის დაფინანსებას ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ავარიული კორპუსების შეკეთება, დასუფთავება, სოციალური დახმარებები და სხვა.

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ახალი წლები იყო, დასასვენებლად იყვენ მერიიდან ზოგი გუდაურში, ზოგი ბაკურიანში, ზოგი შვეიცარიაში და დაგეზარათ, რომ ბიუჯეტის ნაშთი, რომელიც არ არის მცირე თანხა, 72 მილიონი ლარი, რაციონალურად გადაგენაწილებინათ.

მაშინ, როდესაც ქალაქში არის ამდენი პრობლემა, რატომ არ გაიზარდა არცერთი თეთრით, მაგალითად, ავარიული კორპუსების დაფინანსება, გამწვანების ღონისძიებების, დასუფთავების ღონისძიებების დაფინანსება, ჯანდაცვის და სოციალური მუხლების დაფინანსება, როცა ჩვენ წლიდან წლამდე ათასობით ადამიანს ვეუბნებით უარს, თუნდაც, 50 ლარიან დახმარებაზე“-მიმართა ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს უმრავლესობას. 

ირაკლი ნადირაძის შენიშვნას არ იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარე. გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ნაშთი 72 მილიონი ლარი არ ყოფილა. 

"ნაშთი არის მცირე წილი, ეს არის, დაახლოებით, 12-13 მილიონი ლარი,"- ამბობს ტყემალაძე.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ბიუჯეტის გაზრდას მხარი არ დაუჭირა. ისინი არ ეთამხმებიამ კრიტიკას და ამბობენ, რომ  ბიუჯეტში გასულ წელს მიღებული შემოსავლებიდან დარჩენილი თანხა წლევანდელ ბიუჯეტში გადმოიტანეს და ის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გაწერეს.

დღის ამბები