19 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე ბალახს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სატყეო სამსახურები.

ამ ეტაპზე უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მანამდე ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლი ბალახს სხვა ადგილზეც გაუჩნდა.

დღის ამბები