24 აპრილი 2025,   12:00
ვრცლად
პარიზში მაღალი მოდის კვირეული ქართველი დიზაინერის ჩვენებით გაიხსნა

პარიზში მაღალი მოდის კვირეული ქართველი დიზაინერის ჩვენებით გაიხსნა. ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხულმა-ზაფხულმა მოდის კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დიზაინერმა საკუთარი კოლექცია Oriental მოდის კვირეულზე წარადგინა.

ქეთი ჩხიკვაძემ ახალი კოლექცია ძირითადად ღია ფერებში გადაწყვიტა, ქსოვილი კი ნატურალური შეარჩია. ქართველმა დიზაინერმა აქცენტი წელს აქსესუარებზე გააკეთა.

ქეთი ჩხიკვაძის ახალი კოლექცია მოდის კრიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და შოუბიზნესის წარმომადგენლებმაც შეაფასეს.

მაღალი მოდის კვირეულში მონაწილეობა ქეთი ჩხიკვაძისთვის ახალი გამოწვევაც აღმოჩნდა.

 

ავტორი: მაია გოგსაძე. 

დღის ამბები