იტალიის ალპებში, სადაც ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა, სამაშველო ოპერაცია განახლდა.
ქვეყნის ჩრდილოეთით, საფრანგეთისა და შვეიცარიის მოსაზღვრე რეგიონში ერთმანეთს ვერტმფრენი და მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახნენ.
ცხედრების გარდა, კატასტროფის ადგილას სამაშველო ჯგუფმა ორი დაშავებულიც იპოვა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულები შვეიცარიისა და საფრანგეთის მოქალაქეები არიან.
რა გახდა ვერტმფრენისა და თვითმფრინავის შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.