18 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
ტრაგედია ბრაზილიის მაღაროში - ხელისუფლება დამატებით სამაშველო ჯგუფებს აგზავნის

ბრაზილიის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, სადაც რკინის მადნის მაღაროში ტრაგედია დატრიალდა, დამატებით სამაშველო ჯგუფებს აგზავნის.

მაღაროში რეზერვუარი ჩაინგრა, რის შედეგადაც ტალახის მასამ სასადილოს შენობა მთლიანად დაფარა.

ადგილზე ჯერჯერობით 9 ცხედარი იპოვეს, 300-მდე მუშას კი ამ დრომდე ეძებენ.

ვარაუდობენ, რომ ტრაგედიას შენობაში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩებოდა.

მაღაროს მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ავიაციის დახმარებით მიმდინარეობს.

რამ გამოიწვია ბრაზილიის უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის მიერ კუთვნილი საცავის ჩამოშლა, უცნობია.

ტრაგედიის ადგილს დღეს ბრაზილიის პრეზიდენტი მოინახულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები