18 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა. ოჯახის წარმომადგენლის ცნობით, ლეგრანი პარიზში დაიღუპა.

50-წლიანი კარიერის განმავლობაში მან მუსიკა 200-ზე მეტი ფილმისთვის შექმნა, მსოფლიო აღიარება კი სურათმა "შერბურის ქოლგები" მოუტანა.

მიშელ ლეგრანი კინოფილმებში საუკეთესო მუსიკისთვის 13-ჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული და 3-ჯერ გაიმარჯვა. მიღებული აქვს გრემის 5 პრემიაც.

 

დღის ამბები