20 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
"სასამართლოში არანაირ გუნდურ და ჯგუფურ გავლენებს ადგილი არა აქვს" - გიორგი მიქაუტაძე

„სასამართლო სისტემა არის ერთიანი და დამოუკიდებელი და არანაირ გუნდურ და ჯგუფურ გავლენებს აქ ადგილი არ აქვს,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ, გააკეთა.

გიორგი მიქაუტაძე კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის, პოზიციას იზიარებს.

მისი თქმით, სასამართლო ჯგუფური გავლენებით არ იმართება და პირიქით, კონკრეტული გარეშე პირები ცდილობენ გავლენების მოპოვებას სასამართლოში.

„დღევანდელმა დღემ აბსოლუტურად გააბათილა და გააქარწყლა ყველა ასეთი განცხადება და ყველამ ნახა, რომ სასამართლო სისტემა არის ერთიანი და დამოუკიდებელი და არანაირ გუნდურ და ჯგუფურ გავლენებს აქ ადგილი არა აქვს და ეს არის შეთითხნილი იმისთვის, რომ რაღაც გავლენის სფეროები მოიპოვონ კონკრეტულმა პირებმა სასამართლო სისტემაზე და კონკრეტულად უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესზე,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.

დღის ამბები