24 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
ხმაური გურამიშვილზე - ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

გურამიშვილის გამზირზე ხმაური იყო. ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები კომპანიის წარმომადგენლებს მშენებლობის ადგილზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

მათი თქმით, სამშენებლო სამუშაოები და მძიმე ტექნიკის გადაადგილება იქ მდებარე ძველ კორპუსს საფრთხეს უქმნის.

გურამიშვილის 80 ნომერში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა, გრძელდება.

მოსახლეობის ბრალდებებს კომპანიის ადვოკატმა, იასონ ბესელიამ, უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ გაცემულია მშენებლობის ნებართვა და პროექტით ყველა ნიუანსი გათვალისწინებულია.

 

დღის ამბები