19 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ შეხვედრამდე სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება მოხდება - კახიძე

„ევროპულმა საქართველომ" დააყენა კონკრეტული წინადადება სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გააკეთა. ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ თუკი სამუშაო ჯგუფის ფორმატი, რომელმაც  მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები უნდა შეადგინოს, არ შეიცვლება, ისინი ჯგუფში დარჩენის აზრს ვერ ხედავენ.

ოთარ კახიძე იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება მოხდება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობაა წარმოდგენილი, ასევე ის პირები, ვინც იმ 10-კაციან სიაში იყვნენ, რატომღაც არიან ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. არასამთავრობო სექტორიდან ესწრება შეხვედრას ლევან მურუსიძე მოსამართლეთა ასოციაციის სახელით. ეს არ არის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ რამე აზრს, რომ რეალურად განვიხილოთ რაიმე საქმიანი წინადადებები, ამიტომ შეთავაზება გვაქვს, რომ კვოტები განისაზღვროს. ეს წინადადებები ამ შეხვედრაზე არ იქნა გაზიარებული, მე იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ შეხვედრამდე მოხდება ამ ფორმატის ცვლილება,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ დატოვა.

შეხვედრა რამდენიმე საათია, იმართება, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები