19 აპრილი 2024,   05:16
ვრცლად
"მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ" - მეუფე იაკობი ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საუბრობს  

„ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ,"- ეს განცხადება ბოდბელმა ეპისკოპოსმა გააკეთა. მეუფე იაკობმა უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე განმარტება გააკეთა.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესების გათვალისწინები  უნდა იმოქმედოს და ქვეყანა რელიგიურ ომში არ უნდა ჩაერთოს. 

"ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ ვცანით და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი, დააწერინა, ჯარებიც ჰყავს, დააწერინა და მიიერთა, მერე ჩვენთან ვინც არიან, რას იტყვიან, ვინც ემხრობა იმას, მაინც წაგვართმევდაო? კარგიაო? მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ. მე, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვიქრობ, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ და უცხოეთშიც რომ დავდივარ, საქართველოსთვის დავდივარ ხოლმე, არა მარტო  უნივერსიტეტისთვის,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.  

დღის ამბები