24 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპული 130 ადამიანისთვის მიძღვნილი ნახატი მოიპარეს 

დაუდგენელმა პირებმა პარიზში ბენკსის ნამუშევარი მოიპარეს. საუბარია ნახატზე, რომელიც ანონიმმა მხატვარმა პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპულ 130 ადამიანს მიუძღვნა.

გრაფიტი, რომელზეც მგლოვიარე ქალის ფიგურაა გამოსახული, ქუჩის მხატვარმა 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზის კარზე შექმნა. გამტაცებლებმა გვიან ღამით კარიდან გრაფიტი ამოჭრეს და სატვირთო ავტომობილით წაიღეს.

ქურდობის შესახებ ბატაკლანის ადმინისტრაციამ მხოლოდ დილით შეიტყო, როდესაც სამსახურში მისულებმა ბენკსის ნამუშევარის ნაცვლად ადგილზე ნახევარი კარი აღმოაჩინეს. გამოძიება დამნაშავეებს ეძებს. 

დღის ამბები