20 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
მოსახლეობა მთავარ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს - NDI

მოსახლეობა მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილების არქონას ასახელებს - ამის შესახებ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგიდან გახდა ცნობილი. "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშნველოვანი, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 51% სამუშაო ადგილებს ასახელებს, 38% - სიღარიბეს, 37% კი ფასების ზრდასა და ინფლაციას.

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის და საგარეო კურსის, პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები