23 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
გამოკითხულთა 83% საქართველოს ევროკავშირში, 78% კი ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს - NDI

NDI-ის გამოკითხულთა 83% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ნატო-ში გაწევრიანებას - 78%. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტი არ უჭერს.

კვლევის თანახმად, კი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს 13% არ უჭერს.

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის და საგარეო კურსის, პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები