25 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევაში ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით ქვეყნის განვითარებას მოსახლეობა უარყოფითად აფასებს.

"ამერიკული ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით სწორი მიმართულებით ვითარდება.

45% აღნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით ქვეყნის განვითარება არ იცვლება, ხოლო 47% მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარება ამ მიმართულებით არასწორია.

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის, საგარეო კურსის და პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები