24 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
„არასდროს გვინახავს ნატოსა და ევროკავშირის ამხელა მხარდაჭერა" - ლორა ტორნტონი კვლევის შედეგებს აფასებს

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის შეფასებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება. ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებელს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირს ეხება, ორგანიზაციის დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს.

„არასდროს გვინახავს ნატოსა და ევროკავშირის ამხელა მხარდაჭერა მოსახლეობაში. განსაკუთრებით ეს ნატოს ეხება. ზოგიერთ მაჩვენებელში ევროკავშირს მეტი ქულა აქვს, მაგრამ ნატოს მხარდაჭერა ნახტომისებრ გაიზარდა. მით უმეტეს, რომ ალიანსის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ,“- აცხადებს ლორა ტორნტონი.

მისი განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ტორნტონის თქმით, ხალხი ყველაზე მეტად ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ღელავს. მისივე განცხადებით, მოსახლეობა შეშფოთებულია კრიმინალის დონით.

„მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კრიმინალის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მათ პოლიციისადმი მაინც მაღალი ნდობა აქვთ,“- ამბობს ტორნტონი.

დღის ამბები