19 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
​მადუროს დასაცავად ვენესუელაში რუსი სამხედროების გაგზავნას მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს

მოსკოვი ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასაცავად რუსი სამხედროების გაგზავნას კატეგორიულად უარყოფს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, საფრთხის შემცველია ის რაც ვენესუელაში, შეერთებული შტატების პირდაპირი ჩარევის გამო ხდება. 

რამდენიმე დღის წინ უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენესუელის პრეზიდენტის დასაცავად კარაკასში რუსული სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" 400 ამდე მებრძოლი ჩავიდა. ამ ფონზე შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადურო გააფრთხილა, რომ სერიოზულ რეაგირებას მოახდენს, თუ ოპოზიციის ლიდერს, ან ამერიკელ დიპლომატებს საფრთხე დაემუქრებათ.

თავად ნიკოლას მადურო ირწმუნება, რომ არმია მისი ერთგული რჩება. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ბანკმა მადუროს ხელისუფლების წარმომადგენლებს მილიარდ 200 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს გატანაზე უარი უთხრა.

დღის ამბები