20 აპრილი 2024,   00:55
ვრცლად
სკოლა იქნება უფრო ძლიერი - განათლების მინისტრი საატესტატო გამოცდების გაუქმების მიზეზებზე საუბრობს

საატესტაციო გამოცდები საერთოდ უქმებდება - განათლების მინისტრი საატესტატო გამოცდების გაუქმების მიზეზებზე საუბრობს. მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ სკოლა ორიენტირებული უნდა გახდეს სასკოლო პროგრამაზე და უფრო მეტად გაძლიერდეს.

როგორც ცნობილია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადადის ზოგადი უნარების გამოცდაც. რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება მნიშვნელოვნად უმარტივდებათ. ასევე უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევათ, რომ შიდა მისაღები გამოცდები დანიშნონ.

„მისაღები გამოცდები  მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს სკოლის პროგრამასთან. აქედან რას მივიღებთ?!-სკოლა იქნება უფრო ძლიერი, სკოლაში ბოლო წლები, დღეს რაც სამწუხაროდ ესე არ არის, ორიენტირებული იქნება  სკოლის ცოდნის მიღებაზე. და რაც მთავარია ზოგადად ცოდნის მიღებაზე. და ის გამოცდები რომელიც მათ მოუწევთ და ამ გამოცდებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ყურადღება ექცევა ქართულ ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ეს არის ჰუმანიტარებისთვის ისტორია, ტექნიკური მიმართულებით მათემატიკა. და რაც ყველაზე კიდევ მნიშვნელოვანია , უნივერსიტეტებს მივეცით ავტონომიური უფლება დამატებითი გამოცდებისა,“-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცვლილებები არ შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეთორმეტე კლასში არიან. ასევე საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ იმ მოსწავლეებსაც რომლებიც წინა წელს მეთერთმეტე კლასის გამოცდებზე არ გავიდნენ ან ჩაიჭრნენ.

„2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება მეთერთმეტე კლასელთათვის. მეთორმეტე  კლასელები კვლავინდებურად, იმავე წესით რა წესითაც შარშან ჩააბარეს გამოცდა  ჩააბარებენ გამოცდას წელსაც. ის აბიტურიენტები ვინც წინა წელს ჩაიჭრა ან არ გავიდა მეთერთმეტე კლასში საატესტაციო გამოცდაზე წელს შეძლებენ ჩვეულებრივად კიდევ ერთხელ გავიდნენ ამ გამოცდაზე,“-განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ. 

დღის ამბები