25 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შეზღუდვა - სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციებს იწყებს

სალომე ზურაბიშვილი კვირის ბოლოს, პარასკევს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

მისი თქმით, ის სამოქალაქო სექტორთან ისაუბრებს იმ გზებზე, რითაც შესაძლებელია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების შეზღუდვა მოხდეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ შემდეგი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება.

პრეზიდენტის განცხადებით, ადმინისტრაციას ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სამოქმედო გეგმა არ გააჩნია და საკითხი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციებსა და შეთანხმებას გულისხმობს. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელში მისი ვიზიტისას დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზეც იყო საუბარი.

"ეს მხოლოდ არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ ეხება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა მსოფლიოში, რომელიც ალბათ, დაკავშირებული არის უფრო სოციალურ ქსელებთან და მათ უმართაობასთან და რომელიც, ალბათ, ყველას აღელვებს. ნატოს მხრიდან მზაობა არის, ევროკავშირის მხრიდან.

ჩვენ დავიწყებთ ამაზე საუბარს და მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის მზა პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელსაც დავუდებთ მაგიდაზე ვინმეს და რომელზეც ჩვენ ვეძებთ რაღაც თანხმობას. ნაკლებად ეხება ეს მედიას, უფრო ეხება სწორედ იმ უმართავ სოციალურ ქსელებს, ერთად უნდა მოვიფიქროთ.

პირველი იქნება არასამთავრობოებთან პირველი საუბარი. ამ კვირის პარასკევს და შემდგომ ასევე მედია წარმომადგენლებთან, საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან, ვინც არიან დაინტერესებული და ასევე ჩვენი უცხო პარტნიორები, იმიტომ რომ იმათ აქვთ უფერო გამოცდილება და ამ კუთხითაც გვირჩევენ,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები