24 აპრილი 2024,   13:48
ვრცლად
გაზრდილი კრიმინალი, უმუშევრობა, მაღალი ფასები, ინფლაცია - NDI-ს პირველი კვლევა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პირველი გამოკითხვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ -ორგანიზაციამ ხალხის განწყობა დეკემბრის თვეში შეისწავლა. NDI-მ 2000 რესპოდენტი მთელ საქართველოში გამოკითხა და გაარკვია შეიცვალა თუ არა მოქალაქეების დამოკიდებულება ფუნდამენტური საკითხებისა და პრობლემების მიმართ ბოლო პერიოდში

ტრადიციულ კითხვაზე როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? პასუხები ასე გადანაწილდა, გამოკითხულთა უმრავლესობა, 38% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, 30% ამბობს რომ ვითარება არ იცვლება, მხოლოდ 29 პროცენტისთვის არის მოსაწონი ქვეყნის განვითარების ვექტორი.

მოქალაქეებს ასევე დაუსვეს კითხვა თუ როგორ შეიცვალა კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში?

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ამ მხრივ გაუარესდა. 32% ამბობს, რომ იგივე მდგომარეობა დარჩა, კრიმინალის მაჩვენებელი მოსწონს რესპოდენტთა 18%.

კრიმინალის გარდა NDI-მ  ტრადიციულად ისიც გაარკვია, რომელია ის მთავარი და მტკივნეული საკითხები, რომელიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. პრობლემათა ნუსხა არ შეცვლილა, პირველ ადგილზე სამუშაო ადგილებია -51%-ით, გამოკითხულთა 38 პროცენტს სიღარიბე აწუხებს, ფასების ზრდა და ინფლაცია განსაკუთრებით მძიმეა -37 % -ისთვის , მეოთხე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა  და ეს საკითხი გამოკითხულთა 27 %-ს აწუხებს, პენსიების გაზრდას ითხოვს 25 %, ანაზღაურებასა და ხელფასების ოდენობაზე წუხს NDI-მ  რესპოდენტთა - 18 %.

NDI-მ  შეისწავლა, ისიც ვინ მიიჩნევს, რომ დასაქმებულია და გაირკვა, რომ
გაიზარდა იმ ადამიანთა წილი, რომლებიც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევენ, შეკითხვაზე თვლით თუ არა თავს დასაქმებულად ? ნეგატიურად პასუხობს 62%, მათ მიაჩნიათ რომ უმუშევრები არიან, ხოლო დასაქმებულად თავს -37% თვლის.

რა არის საჭირო იმისთვის რომ სამსახური იშოვნო?- NDI-მ  შეკითხვები ამ მიმართულებითაც დასვა. როგორც ირკვევა, გამოკითხულთა უმეტესობას- 37 პროცენტს მიაჩნია, რომ დასასაქმებლად ყველაზე მთავარია ნაცნობობა , მეორე ადგილზეა პროფესიონალიზმი 23 პროცენტით, სამსახურის შოვნის პირობად უცხოურ განათლებას ასახელებს 9 პროცენტი, ნიჭს - 8%, შრომისმოყვარეობას - 7%.

ამავე კვლევით ირკვევა, რომ NDI- ს რესპონდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემო და ჯანსაღი საკვები, თუმცა, ერთგვარად უცნაურია ის რომ განათლების სისტემა გამოკითხულებს მოსწონთ, თუმცა ამბობენ, რომ სრულფასოვანი ცოდნის მისაღებად კერძო მასწავლებელია საჭირო.

NDI-მ ერთი პოზიტიური ტენდენციაც გამოკვეთა. ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად, ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი გაზრდილია. ევროკავშირის გაწევრიანებას მხარს 83, ნატოში ინტეგრაციას კი 78 პროცენტი უჭერს მხარს.

NDI- ის კვლევებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციისთვის კვლევის შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დეტალურად ასახა, ყველა ის გარემოება, რომელიც ქვეყანაში ხდება.

დღის ამბები