25 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
განათლების მინისტრის უპრეცედენტო გადაწყვეტილება - ქვეყანაში საატესტატო გამოცდები უქმდება, ეროვნული გამოცდები კი მარტივდება

ქვეყანაში საატესტატო გამოცდები უქმდება, ერთიანი ეროვნული გამოცდები კი მნიშვნელოვნად მარტივდება.

მეთორმეტე კლასელები წელს ატესტატის მისაღებად გამოცდებს ბოლოჯერ ჩააბარებენ. მეთერთმეტე კლასელებისთვის კი გამოცდები უკვე წელს გაუქმდება. ატესტატს მოსწავლეები მხოლოდ პედაგოგების შეფასებების საფუძველზე მიიღებენ. განათლების სამინისტროს მტკიცებით გამოცდები ე.წ. კატის სისტემით არაეფექტური იყო და ამიტომაც გააუქმეს. მინისტრ ბატიაშვილს მოლოდინი აქვს რომ მოსწავლეები სკოლებში გამოცდების გარეშე უკეთ ისწავლიან.

უკან გადადგმული ნაბიჯი და საფრთხე განათლების თანამედროვე სისტემის შესაქმნელად, ასე სპეციალისტები განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას, მათი ვარაუდით სკოლაში კორუფციული გარიგებების რისკი გაჩნდება. განათლების ხარისხი კი რომელიც ისედაც სავალალო მდგომრეობაში კიდევ უფრო მეტად დაიწევს.

ცვლილებები შედის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების სისტემაშიც. სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდა. ეს საგანი ინსტიტუტებისთვის არჩევითი გახდა.

განათლების ხარისხით, საქართველო მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საქართველოს უსწრებენ, მეზობელი აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და თურქეთი. სპეციალისტების აზრით სასკოლო გამოცდების გაუქმება ქვეყნას კიდევ უფრო მეტად დააზარალებს.  

ცვლილებები განათლების შესახებ კანონში 2020 წლიდან შევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები