23 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
კინომსახიობთა გილდიის რიგით 25-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში - გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ

ოსკარის დაჯილდოებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე წლის საუკეთესო მსახიობები კინომსახიობთა გილდიამ გამოავლინა. ლოს-ანჯელესში დაჯილდოების ცერემონიაზე ორი მთავარი პრემია ფილმ "შავ პანტერას" გადაეცა. საუკეთესო მსახიობებად კი რემი მალეკი და გლემ კლოუსი დასახელდნენ.

პროფესიული კავშირი, რომელშიც 120 000-ზე მეტი მსახიობია გაერთიანებული, საუკეთესო შემსრულებლებს კინოს გარდა სატალევიზიო შოუებშიც ავლენს. წელს საუკეთესო სერიალებად, მათი სამსახიობო შემადგენლობისთვის - "ეს ჩვენ ვართ" და "საოცარი მისის მეიზელი" დასახელდნენ. ტელესერიალებში შესრულებული როლებისთვის მთავარი პრემია კიდევ 6 -მა მსახიობმა მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე მედიის ყურადღების ცენტრში ვერცხლისფერი ხალიჩა და მისი სტუმრები იყვნენ. უცხოური გამოცემები წერენ, რომ დიორის თეთრ კაბაში გამოწყობილმა ლედი გაგამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა . შთამბეჭდავი იყო ემა სტოუნიც, რომელიც ღონისძიებაზე ლუი ვიტონის კოსტიუმით მივიდა.

ლოს ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის რიგით 25-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სულ 13 ნომინაციის გამარჯვებული გამოავლინეს 

დღის ამბები