19 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
უვადო მოსამართლეობის მსურველები - გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

იუსტიციის საბჭოს მდივანი, დღეს მაგიდის ბოლოში კონკურსანტის სტატუსით იჯდა. უვადო მოსამართლეობის მსურველ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სად დაიწერა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა 10-კაციანი სკანდალური სია და რა გავლენები აქვს სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძეს - მწვავე კითხვებს ძირითადად საბჭოს არამოსამართლე წევრები სვამდნენ.

მწვავე შეკითხვების ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლე გახდება. 

გიორგი მიქაუტაძეს, ორი წლის წინ, გონიოს სანაპიროზე მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძესთან მომხდარი დაპირისპირების გახსენება დღევანდელ გასაუბრებაზე კიდევ ერთხელ მოუწია. ხაჭაპურიძე ორი წელია იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მოსამართლემ მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", რომელიც ხაჭაპურიძის ინტერესებს იცავს დღეს საბჭოს წევრებს მოუწოდა, გიორგი მიქაუტაძის უვადოდ გამწესების პროცესში ეს საქმე გაითვალისწინოს.

გახდება თუ არა გიორგი მიქაუტაძე საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე უახლოეს კვირებში გაირკვევა. მას შემდეგ, რაც საბჭო 80-მდე კონკურსანტთა გასაუბრებას დაასრულებს და კანდიდატურებს კენჭს უყრის.

დღის ამბები