19 აპრილი 2024,   11:24
ვრცლად
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დავით ჭიჭინაძის შვილი იკითხება

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე დღეს სამართალდამცველებმა შეკითხვები კიდევ ერთი პირს - დეპუტატ დავით ჭიჭინაძის შვილს დაუსვეს.

დავით ჭიჭინაძის შვილი ამ დრომდე შს სამინისტროში იმყოფება და გამოძიების კითხვებს პასუხობს.

თამაზ იორაშვილი გამოკითხვაზე 16:00 საათზე შევიდა. მას გამოკითხვაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის თქვა, რომ ამ საქმეზე ბევრი არაფერი იცის.

სწორედ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადების საფუძველზეა დაწყებული აღნიშნული გამოძიება. დეპუტატის რძალი კი თავად იყო ის ადამიანი, ვისაც ფარული კადრები გაუგზავნეს.

გამოძება შს სამინისტროს სსსკ-ის 157-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებას გულისხმობს,.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გამოძიებას მხოლოდ სამი პირი - ჭიჭინაძე, მისი შვილი და რძალი ჰყავთ გამოკითხული. 

დღის ამბები