24 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
"რუსეთმა ხურვალეთში განაახლა ბორდერიზაცია და ისევ რამდენიმე ათეული მეტრით გადმოსწია საზღვარი" - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს, კრისტიან ურსეს, შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ განახლებულ ბორდერიზაციაზე. ასევე, საუბარი შეეხო დავით კირკიტაძის თემას, რომელიც, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის მძევალია".
 
„ევროპის საბჭოს წარმომადგენელთან შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საჭიროა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციამ ხურვალეთში განაახლა ბორდერიზაცია და ისევ რამდენიმე ათეული თუ ორასეული მეტრით გადმოსწია საზღვარი, ისევ გახლიჩა საქართველოს მოქალაქეების ეზოები, პირადი ქონება, ადამიანები ვერ მიდიან თავის სავარგულებთან და ა.შ. მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღელვებს, ეს არის დავით კირკიტაძეს საკითხი, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტპატიმარი და მძევალი არის ამ ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ამაში უკიდურესად აქტიური მონაწილეობა, რომ საქართველოში, პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური აქტივობის გამო, ადამიანი ციხეში არ იყოს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დღის ამბები