20 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
16 წლის მოზარდს მდინარე რიონში ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 16 წლის მოზარდს ეძებენ, რომელიც მდინარეში გაუფრთხილებლობით ჩავარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მათი თქმით, მეათეკლასელი მოზარდი ხიდის მოაჯირზე გადაადგილდებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.  

„მივდიოდი სახლში, ამ დროს გავიგონე ბიჭების სიცილი და ხმაური, რომ გავხედე, ერთი ბიჭი ზემოთ იყო ხიდზე ასული. ამ დროს ერთი ფეხი გადაუცდა და რაღაცნაირად გვერდულად გადავარდა ეს ბავშვი,“ - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი, მანანა ტორჩინავა.

ადგილზე, სამაშველო სამსახურთან ერთად, პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღის ამბები