25 აპრილი 2024,   03:27
ვრცლად
„არა ქიმიურ ტერმინალს“ - ბათუმში საპროტესტო მდუმარე აქცია გამართეს

„არა ქიმიურ ტერმინალს!“ - ბათუმის პორტში დაგეგმილი ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს ბათუმში საპროტესტო მდუმარე აქცია გამართეს.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, 7 თებერვალს საძირკვლის ჩაყრა იგეგმება ისე, რომ მათ კონკრეტული პასუხები ხელისუფლებისგან ტერმინალის მავნე ზემოქმედების შესახებ ვერ მიიღეს.

„დასკვნა დაიდო, რომელიც ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვის მინისტრმა, დადო. იმპერატიული უფლება გამოიყენა და უბრალოდ კარბამიდი ჩათვალა, რომ ეს გასაგებია, არ არის საშიში, მაგრამ გზშ-ს, რაც ეხებოდა, რაც ბატონმა მერმა, რაც დამატებით მოკვლევაზე გადაუგზავნა ბატონ მინისტრს, არ ჩათვალა საჭიროდ ახალი გზშ-ს დოკუმენტის მომზადება და იხელმძღვანელა 2009 წლის დოკუმენტით,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ვატო მებუნიშვილმა.

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.

დღის ამბები