24 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
რუსული თაფლი ქართული ძალოვანი უწყებებისთვის - კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო, შსს-ს თანამშრომელს ეკუთვნის

რუსულ თაფლში გადახდილი მილიონი ლარი - შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციას, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და სხვა ძალოვან უწყებებს წლის ბოლომდე თაფლით კომპანი ვითი მოამარაგებს. 73 ტონა თაფლში ამ ფირმას სახელმწიფო ერთ მილიონ ლარს გადაუხდის. თაფლს პოლიციისთვის ვითი რუსეთის ფედერაციიდან შემოიტანს.

თაფლის ქართველი მწარმოებლები ამბობენ, რომ ამ გადაწვეტილებით ხელისუფლებამ ეროვნულ წარმოებას უდიდესი დარტყმა მიაყენა და ასობით მცირე მეწარმე დააზარალა.

ერთ კილოგრამ თაფლს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავრობა 14 ლარად იყიდის მაშინ, როდესაც ქართველი მეწარმეები მზად იყვენენ, პროდუქტი უფრო იაფად - 10 ლარად, გაეყიდათ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას, რომლსაც სახელმწიფოსთვის თაფლი უნდა მიეწოდებინა, მინიმუმ, ნახევარმილიონიანი ბრუნვა უნდა ჰქონოდა. არადა, კომპანია ვითი მუხიანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მისამართზეა რეგისტრირებული. ბინა კი კომპანიის დამფუძნებლის, ბიზნესმენ იუზა ჯოგლიძის, ბიძაშვილს ეკუთვნის.

ჯოგლიძის ფეისბუკგვერდზე მითითებულია, რომ ის შს სამინსიტროს თანამშრომელია.

დღის ამბები