27 სექტემბერი 2020,   11:07
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაცია ამ წუთებში წმ. სინოდის წევრებს ხვდება

ექსკლუზიური კადრები, რომელიც კურიერმა გადაიღო - მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საგანგებო ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. წმინდა სინოდის წევრები კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოსებს თბილისი მერიოტში ხვდებიან.

საგანგებო ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ თემაზე გაიმართება კონსულტაციები მღვდელმთავრებს შორის. 

შეხვედრის დაწყებამდე წმ. სინოდის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ დელეგაციის წევრები ახლახანს ჩამოვიდნენ და ჯერ მათთან კონსულტაციები არ გამართულა. ერთადერთი რაც მათ დაადასტურეს, ისაა, რომ ხვალინდელი შეხვედრაზე განხილვის თემა სწორედ უკრაინის ავტოკეფალია იქნება. 

დელეგაციის წევრები შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ხვალ გამართავენ. 

დღის ამბები