20 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტი - ევროკავშირის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გახდა 

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 2018 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა. 2012 წელს დაარსებული კონკურსის მიზანია პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერა.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 7 კატეგორიაში გაიცა. ნომინაციაში "საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტი მედიაში" გამარჯვებული კურიერის ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი გახდა. მის ფილმში "სახელმწიფოებრივი გატაცება" აფგან მუხთარლის გარშემო მომხდარი ამბებია აღწერილი.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა ჟურნალისტმა ჩაატარა ისეთი გამოძიება, რომელმაც დამსახურება მოიპოვა ევროკავშირის მხრიდან და მიიღო ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზი. ეს პრიზი არის საერთაშორისო აღიარება ჩვენი ტელევიზიის და ჩვენი ჟურნალისტის და იმედი მაქვს, რომ სტიმულს მოგვცემს ყველას ჩვენ, რათა კიდევ უკეთესად გავაკეთოთ ჩვენი საქმე,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაკაშიძემ.

დღის ამბები