20 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
"ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება" - დიმიტრი გვრიტიშვილი "რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

რუსთავი2-ის საქმე და ქართული მართლმსაჯულების პასუხისმგებლობა - დიმიტრი გვრიტიშვილი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას "უპრეცედენტოს" უწოდებს. თუმცა, მისი თქმით, ის, რომ სტრასბურგმა აღსრულება გააჩერა, არ ნიშნავს, რომ ის აპირებს საკუთარი კოლეგების გადაწყვეტილებების გარჩევას. 

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გრძნობს თუ არა უხერხულობას რუსთავი2-თან დაკავშირებით ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.  

„დეტალურ შეფასებას ვერ გავაკეთებ ჩემი კოლეგების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. კი, ბატონო, უპრეცედენტო დროებითი ღონისძიება გამოიყენა ევროპულმა სასამართლომ. თავად ეს ფაქტი, უკვე ვაღიარებ ობიექტური დამკვირვებლის თვალით, რომ ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება რადგან მიიღო ევროპულმა სასამართლომ, ანუ დაინახა განსაკუთრებული ვითარება და ეს განსაკუთრებული ვითარება შეიძლება, თქვენ ტელეკომპანიამ დაუსაბუთა და მანაც დასაბუთება ლოგიკურად მიიჩნია, რომ ეგზიტენციალური საფრთხე აქვს. არ ვაფასებ მე შინაარსობრივად არც ერთ, არც მეორე გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა პირადად ის უხერხულობას მაშინ, როდესაც ქვეყნის სამივე ინსტანციამ რუსთავი2, ფაქტობრივად, დახურა, დიმიტრი გვრიტიშვილი პირდაპირ არ პასუხობს.

„ფაქტია, რომ თქვენი კომპანია მაუწყებლობს. ძალიან მიხარია. ჩემი კოლეგების განხილულ საქმეს ეთიკა მიკრძალავს, რომ შევაფასო," - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღის ამბები