20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
"როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ გვრიტიშვილს უარი უთხრა და ის აღარ იქნება სამომავლოდ კანდიდატურა" - ნაზი ჯანეზაშვილი

„დიმიტრი გვრიტიშვილისთვის მოსამართლეთა ეთიკის დარღვევა არაფერს არ ნიშნავს, მის წინააღმდეგ დევნა არ დაიწყება იმიტომ, რომ არის პრივილეგირებული ადამიანი,“ - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა,  არჩევანის ეთერში გააკეთა.

„გვრიტიშვილი არის პრივილეგირებული ადამიანი... პრივილეგირებულია იმიტომ, რომ დღეს ის არ იხილავს საქმეებს, პრივილეგირებულია იმიტომ, რომ მას უკავია სამი თანამდებობა, ის არის მოსამართლე, პირობითად, ის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილისთვის მიუღებელია გვრიტიშვილის ტერმინები, როგორიცაა „უბრალო მოსამართლე“ და „ჩვეულებრივი მოსამართლე“.

ჯანეზაშვილს დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ არჩევანის ეთერში გაკეთებული განცხადებებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის უვადოდ გამსამწესებელ მოსამართლეთა სიაში აღარ მოხვდება.

„როგორც ჩანს, ის აღარ განიხილება. ეტყობა, ჩინჩალაძემ მას უარი უთხრა, რომ ის სამომავლოდ ისევ იყოს კანდიდატურად დასახელებული იმიტომ, რომ მისი პათოსიდან, მისი შეფასებებიდან გამომდინარე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის აღარ იქნება სამომავლოდ კანდიდატურა და როგორც ჩანს, ხელი ჩაიქნია კარიერულ მომავალზე უზენაეს სასამართლოში,“ - ამბობს ჯანეზაშვილი.

დღის ამბები