19 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
"დაისაჯონ დამნაშავეები" -„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია ივანიშვილის სახლთან

სავაჭრო ცენტრს „ბავშვთა სამყაროში“, ხანძრის გაჩენიდან ორი წელი გავიდა. დაზარალებულები კი კვლავ საქმის გამოძიებას მოითხოვენ. მოვაჭრეები და აქციონერები დღეს და ხელისუფლებისგან რეაგირება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე მიუთითებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

„ჩვენ გვაქვს დიდი ეჭვი გვაქვს იმის, რომ მთავრობაში ყავს მაჭავარიანს მფარველები, რომლებიც ზურგს უმაგრებენ და არ დასრულდეს გამოძიება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა და ზარალის ანაზღაურება,“ - ამბობს „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქე.

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქციაზე იმყოფებოდა ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი. უფლებადამცველი მომხდარს საუკუნის დანაშაულს უწოდებს. 

„თუ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნავთობპროდუქტების აალების შედეგად გადაიწვა, თუ არის იქ 50 კამერა, რომელსაც სავარაუდოდ უნდა დაეფიქსირებინა ვინ შეიტანა ნავთობპროდუქტები, სად არის ბრალდებული პირი. ესე იგი, ბრალდებული პირი არის ხელისუფლება, რომელმაც ბავშვთა სამყარო გადაწვა. დღეს ორი წელი ხდება, ამ უბედურებიდან რაც მოხდა, 4 ადამიანს ინფარქტმა დაარტყა და მოკვდა. ანუ სისხლში აქვს უკვე ხელები ამ ადამიანებს გასვრილი, ამ ადამიანების უბედურებით ტკბებიან. ეს არის საუკუნის დანაშაული,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

 

დღის ამბები