24 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
"როცა პრორუსულ ელექტორატს 31%-ს უწერენ, საერთოდ არ ახსენებენ, სად ნაწილდება ეს 31%" - ბურჯანაძე NDI-ის კვლევის შედეგებს აკრიტიკებს

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე NDI-ის კვლევის შედეგებს კრიტიკულად აფასებს. ბურჯანაძე ამბობს,რომ არასდროს არჩევნების მონაცემები არ ემთხვევა იმ მონაცემებს,რომელიც NDI-ის კვლევებში არის ასახული.

ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ მისი პარტია კვლევებში მიზანმიმართულად არ ხვდება.

„იმ ვითარებაშიც კი, როცა პრორუსულ ელექტორატს 31%-ს უწერენ, საერთოდ არ ახსენებენ, სად ნაწილდება ეს 31%. მე მოსახლეობას რამდენიმე მაგალითს მოვუტან, რომ ადვილად მიხვდნენ, რამდენად არაობიექტურია შედეგები, პრაქტიკულად ამ კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობას ენდობა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი და მის მუშაობას აფასებს კარგად ან ძალიან კარგად -ეს ასეა?,“-ამბობს ბურჯანაძე.

NDI – ის გამოკითხულთა უმრავლესობას კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას? - პასუხის გაცემა უჭირს. რესპონდენტთა 27% ამბობს, რომ არ იცის ვის დაუჭერდა მხარს.

გამოკითხულთა 24% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. 11% „ნაციონალურ მოძრაობას,“ არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს 14% და ასევე 14% უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემაზე. გამოკითხულთა 3% კი მხარს „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭერდა. 

დღის ამბები