20 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
"ჩვენც არ გვაქვს რეპეტიტორების ფული"- მე-12 კლასელების საპროტესტო აქცია ბათუმში

"არ გვაქციოთ ძველი სისტემის ბოლო მსხვერპლად", "ჩვენც არ გვაქვს რეპეტიტორების ფული" - ამ შინაარსის მოწოდებებით და ტრანსფარანტებით ბათუმში, ერას მოედანზე მე-12 კლასელებმა აქცია გამართეს.

მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სასწავლო პროცესს არ დაესწრებიან და აღარც რეპეტიტორებთან ივლიან. 

„თვითონ განათლების სამინისტრო უკვე მიხვდა და ამის გამო გააკეთა სხვადასხვა საგამოცდო რეფორმები. მიხვდა, რომ ჩვენი საგამოცდო სისტემა არის არა ეფექტური , „კატის“ გამოცდები რეალურად ცოდნის დონეს ვერ გამოხატავს. მოვითხოვთ, რომ ის სისტემა, რომელიც შეცვალეს იმის გამო, რომ არ ვარგოდა, მ უვარგისი სისტემის ბოლო მსხვერპლები ჩვენ არ ვიყოთ,“ - განმარტა აქციის მონაწილემ.

მოსწავლეები 2 თებერვალს მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

დღის ამბები