25 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
ვისურვებდი ისეთი ტიპის პროდუქტების შეძენა მოხდეს, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი წარმოების პოტენციალი - ბიზნესომბუდსმენი რუსული თაფლის სავარაუდო შეძენაზე

შსს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერი და 1 მლნ ლარი 74 ტონა რუსული თაფლისთვის - რუსული თაფლის სავარაუდო შეძენას ბიზნესომბუდსმენი ეხმაურება.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, უმჯობესია, იმ პროდუქტების შეძენა მოხდეს, რომლებსაც ადგილობრივი წარმოების პოტენციალი აქვს და ხარისხიანია. ბიზნესომბუდსმენი განმარტავს, რომ ეს ადგილობრივ მეწარმეებსაც დაეხმარება.

„მე ვისურვებდი, რომ ისეთი ტიპის პროდუქტებზე, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი წარმოების პოტენციალი და გარკვეული მხარდაჭერაც კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, რომ აღნიშნული წარმოებები განვითარდეს, თუ არ იქნება დარღვეული პროდუქტის ხარისხის შესაბამისობა , მათი შესყიდვა მოხდეს არაკონსოლიდირებული პრინციპით, არამედ გარკვეული ლოტებით, იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ მცირე საწარმოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შევიდნენ აღნიშნულ ტენდერებში და შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია,“-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი. 

არსებული ინფორმაციით, ძალოვანი უწყებისთვის სახელმწიფო 73 ტონა რუსული თაფლის შეძენას გეგმავს. სახელმწიფოს ამ სავარაუდო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ქართველი მეფუტკრეები და ამბობენ, რომ ქართული ჯარისა და სპეცსამსახურებისთვის მათ შეუძლიათ გაცილებით ხარისხიანი და დიდი ოდენობის თაფლის მიწოდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები