24 ოქტომბერი 2020,   22:17
ვრცლად
რუსეთი ვენესუელას ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

რუსეთი ვენესუელას ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმი კი ვენესუელას ახალ პრეზიდენტზე ზეწოლას აძლიერებს. მის მიერ კონტროლირებულმა უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და საბანკო ანგარიშებიც გაუყინა. პროკურატურამ კი მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

თავად ხუან გუაიდო აცხადებს, რომ მადუროს რეჟიმი მხოლოდ რეპრესიებსა და დევნაზე ფიქრობს, რაც მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

ამ დრომდე უცნობი რჩება რა მისიით ჩაფრინდა კარაკასში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც მოსკოვიდან ვენესუელის დედაქალაქში პირდაპირი რეისი პირველად შეასრულა

დღის ამბები