23 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
შსს-ს რუსული თაფლით აღარ მომარაგდება - კომპანია "ვითი" ტენდერიდან მოხსნეს 

კომპანია, რომელსაც რუსეთიდან შსს-ს სამსახურებისთვის თაფლი უნდა შემოეტანა ტენდერიდან მოხსნეს. ამის შესახებ განცხადებას, შესყიდვების სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შპს "ვითი"-მ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობები.

„აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,”-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები