24 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
CO-ს გაჟონვით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა - შვიდივე დაღუპული მუშად მუშაობდა

ქეთევან წამებულის 67 ნომერში, CO-ს გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შსს-ში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. "კურიერის" ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული. 

 

 

 

დღის ამბები