20 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
საპენსიო რეფორმა - "ლეიბორისტული" პარტია ინიციატივით გამოდის და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი დაგროვებით, საპენსიო რეფორმას ახალი ინიციატივით გამოეხმაურა.

ნათელაშვილის ინიციატივის მიხედვით, არსებული კანონი უნდა შეიცვალოს, საპენსიო ფონდში უკვე დაგროვებული თანხა კი პენსიონერებზე გადანაწილდეს.

ინიციატივასთან დაკავშირებით "ლეიბორისტული პარტია" ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

„ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა შეიცვალოს კანონი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ფონდში დაგროვილი მილიონები დღესვე გადანაწილდება პენსიონრებზე და თითოეულს მოემატება მინიმუმ 100 ლარი. პენსიონერთა გადარჩენა დღესაა საჭირო, ხვალ  და ზეგ ეს საჭირო აღარ იქნება სამწუხაროდ. უკვე 18 დღეში 5 მილიონია დაგროვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს გადაქაჩოს თანაინვესტირებისა და საპარტნიორო ფონდებში ანუ საკუთარ ბიზნესში და ეს სარგებელი მიანიჭოს საკუთარ ოჯახს, ბერას, უტას, მამაცაშვილს, კალაძეს.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები