24 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
"რადგან იაფია, მაინც დაეძებენ,“ - ღია წვის და კუსტარული გამათბობლის აპარატები საქართველოში

ღია წვის და კუსტარული გამათბობლის აპარატები, რომელმაც, სავარაუდოდ, დღეს 7 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ბაზარზე უპრობლემოდ იყიდება.  

გამათბობლების რეალიზატორები ამბობენ, რომ გამათბობელი ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის. მათი თქმით, დაბალი ფასის გამო, მასზე მოთხოვნა დიდია. გამათბობლის ფასი ბაზარზე 40 ლარიდან იწყება.

„თუ აკრძალულია, რატომ შემოაქვთ მაშინ? ეს ვიღაცა ფირმას შემოაქვს და უფლებას აძლევენ, რომ გაყიდონ. სადღაც 50-55 ლარი ღირს. რადგან იაფია, მაინც დაეძებენ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.

დღის ამბები