20 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
აფეთქება პეკინის გამზირზე - საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ გაზმა გაჟონა

საბურთალოზე, პეკინის გამზირზე სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. 

დღის ამბები